"კაცობრიობის ყველა დაავადება, ტრაგიკული ისტორიები, რომლითაც სავსეა ისტორიის წიგნები,
ყველა პოლიტიკური შეცდომა, ლიდერთა ყველა მარცხი წარმოშობილია ცეკვაში გამოუცდელობის გამო" წერდა მოლიერი.
ჰეივლოქ ელიზი აღნიშავდა, რომ " ცეკვა ეს არის ყველაზე ამაღელვებელი, აქტიური და ყველაზე მშვენიერი ხელოვნება, იმიტომ ეს არ არის უბრალოდ აბსტრაქცია, "ეს არის ცხოვრება".
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ " ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება ცეკვით". ეს შეიძლება ცოტა გადაჭარბებულად ჟღერდეს, მაგარმ ნამდვილ ცეკვას მოაქვს ბედნიერება და სულის სიმშვიდე, სულ ცოტა წარმოდგენის განმავლობაში.
თქვენ ალბათ გაგიკივირდებათ, რატომ არის ასეთი შეხედულება ცეკვაზე. ქართველი ხალხისთვის ცეკვა არ არის მხოლოდ კულტურის ნაწილი, ეს მათი ცხოვრებაა. უცხოელ სტუმრებს ხშირად უკვირთ, როცა ისინი საქართველოში ჩამოდიან, რადგან ეს არის სრულიად განსხვავებული ქვეყანა. ისინი სრულიად განსხვავებულ კულტურას ეცნობიან. ორიგინალური ქართული ცეკვები ასახავენ საქართველოს ცხოვრების სხვადსხვა ასპექტს. ცეკვები იყოფა მათი წარმოშობის მიხედვით და შეიცავენ სხვადასხვა რიტუალებს და ცერემონიებს. მთაში შემორჩენილი კერპთაყვანისმცემლობა ზეგავლენას ახდენს ქართულ ნაციონალურ ცეკვებზე.
No comments:
Post a Comment