ანსამბლი დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლის მიერ ქართულ ცეკვაში განხორციელებული რეფორმა ახლოა ე.წ. "მოდერნ-ბალეტის" პრინციპებთან, თუმცა მისი არსით და პოეტიკით ეს ღრმად ეროვნული და ჭეშმარიტად ქართული ქორეოგრაფიაა.
პირველი კონცერტი გაიმართა 1945 წლის 11 ივნისს. 1948 წელს ანსამბლი პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. 1970 წელს ანსამბლს მიენიჭა "აკადემიურის" სტატუსი.
ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ანსამბლმა მოიპოვა მსოფლიო აღიარება: განხორციელებული აქვს 200-ზე მეტი ტურნე... მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19200-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა.
წლების განმავლობაში ანსამბლს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოადგენენ მსოფლიოს ყველაზე რესპექტაბელური და პროფესიონალური სააგენტოები და იმპრესარიოები. 1985 წლიდან ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო თენგიზ სუხიშვილი.
2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი.
დირექტორი - ნინო სუხიშვილი.
დღეს ეს ანსამბლი საკმაოდ განსხვავდება დიდი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ანსამლისაგან.შეიჩვალა სტილი,ასე ვტქვათ გათანამედროვდა..მაინტერესბს თქვენი აზრი ამ ანსამბლთან დაკავშირებით
No comments:
Post a Comment